ორბელიანების სასახლეში მიხეილ მუსხელიშვილის დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება. იურისტი, მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი. მიხეილ მუსხელიშვილის როლსა და წვლილზე სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა.
"მიხეილ მუსხელიშვილი ნამდვილად არის ისეთი პიროვნება, რომელმაც თავის დროს გააღწია და არა მხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც იყო წინამორბედი ყველაფრის, რაც მერე მოხდა. მან, ალბათ ეს მაინც იცით, დაწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია, ქართველი უნდა ყოფილიყო, რომ დაეწერა პირველი ევროპული კონსტიტუცია. მთელი მისი ცხოვრება იყო მიძღვნილი სამ მთავარ იდეაზე: სამართალს, ევროპას და საქართველოს. ეს ყველაფერი ერთად მის მოღვაწეობას აძლევს ამ უნიკალურ ელფერს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.