27 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
ევროკავშირი თანახმაა, ბოსნია-ჰერცეგოვინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს - AFP

ევროკავშირი თანახმაა, ბოსნია-ჰერცეგოვინას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამის შესახებ AFP წერს.

გამოცემის ინფორმირებულმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა დღეს, 13 დეკემბერს, მიიღეს.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭონ ბრიუსელში 15 დეკემბერს გამართულ სამიტზე.

დღის ამბები