27 ნოემბერი 2024,   00:13
ვრცლად
რეინჯერთა მომზადების სკოლა მე-11 ნაკადმა დაასრულა

რეინჯერთა მომზადების სკოლა მე-11 ნაკადმა დაასრულა.

მრწამსის წარმოთქმის შემდეგ, პირად შემადგენლობას სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, სერტიფიკატები გადასცა.

18 კვირიანი მომზადების განმავლობაში, მსმენელებმა გაიარეს თეორიული, პრაქტიკული და ფიზიკური წვრთნები. ასევე, კურსანტებმა შეისწავლეს ტოპოგრაფია, კავშირ გაბმულობა და ტაქტიკა.

დღეიდან კურსდამთავრებულები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა საბრძოლო ბატალიონებში გადანაწილდებიან და თავდაცვის ძალებში სამსახურს გააგრძელებენ.

დღის ამბები