კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში, ბრიუსელის პოლიციამ ევროპარლამენტის ოფისებში მორიგი ჩხრეკა ჩაატარა. სამართალდამცველებმა 19 საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკეს.
ამ დროისთვის 6 ადამიანია დაპატიმრებული. მათ შორის, ევროპარლამანეტარი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. სხვადასხვა ადგილიდან, ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ასობით ათასი ევრო.
ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი, ბელგიის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააკავა. ის ფიგურირებს კორუფციულ გარიგებებში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება.