27 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
გია ვოლსკის თქმით, ანა ფოტიგას განცხადებები სააკაშვილთან დაკავშირებით მიკერძოებულია და ეჭვს იწვევს

ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ბრიფინგზე თბილისში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ოპოზიციაში ყურადღება ევროპარლამენტარების მოწოდებებზე გაამახვილეს.

პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტს შეწყალების მექანიზმის გამოყენების შესახებ მითითებები შეახსენა.

"ევროპარლამენტარები, ადამიანები ვინც გულწრფელად მოწადინებული არიან და გუშინ მათ ამაზე ისაუბრეს, რომ განხორციელდეს ქართველი ხალხის ნება და ჩვენ გავხდეთ კანდიდატის სტატუსის ქვეყანა, საუბრობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლეს, პოლიტპატიმრის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არაერთ ადგილას, მათ შორის საზღვარგარეთ, საუბრობს ევროპული პერსპექტივის ერთგულებაზე და მის სურვილზე რომ საქართველომ ეს პერსპექტივა განახორციელოს. ამასთანავე გუშინ მას პირდაპირ მიმართეს ევროპარლამენტარებმა და შეახსენეს, რომ მას გააჩნია ინსტრუმენტი ამ პერსპექტივაზე ამ კონკრეტული ბარიერის მოხსნისთვის," - განაცხადა ხოშტარიამ.

კომენტარი გაკეთდა "ქართულ ოცნებაშიც", სადაც კვლავ იმეორებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე შესაბამისი უწყებები ზრუნავენ.

"ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული და განსაკუთრებით ამ სკანდალის შემდეგ, რაც ეხება კორუფციას, რამაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული მასშტაბით მიიღოს, ვინაიდან აქ არის ფულის სანაცვლოდ რაღაც გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა, კონკრეტული ქვეყნის მხრიდან და მასშტაბიც საკმაოდ დიდია. საკმაოდ შელახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი და მე ვფიქრობ, რომ თავიდანაც, აი ამ განცხადებებს, ამჯერად ფოტიგას განცხადებას, ეჭვს იწვევს ობიექტურობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია და გარკვეულწილად ლოგიკიდან გამომდინარეც," - აცხადებს გია ვოლსკი.

დღის ამბები