27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას "ძალიან ახლოდან აკვირდება"
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას "ძალიან ახლოდან აკვირდება", - ამის შესახებ შტატების საგარეო უწყების მიერ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ კომენტარშია ნათქვამი.
 
"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას," - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით კომენტარში.
დღის ამბები