27 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
მასიური სარაკეტო იერიშების შეწყვეტა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მტერი დარტყმებისთვის ემზადება და შეიძლება, ეს ნებისმიერ დროს მოხდეს - ზელენსკი

"ის, რომ ამჟამად რუსეთი მასიურ სარაკეტო დარტყმებს არ ახორციელებს, ნიშნავს რომ ის ამისთვის ემზადება" - თქვა მის ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტების ბოლო იმედია შუქის ჩაქრობა, რაც ტერორის ტაქტიკაა. პირველმა პირმა უკრაინელებს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ განგაშის სიგნალებზე და უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.

“სანამ მათ აქვთ რაკეტები - და რუსეთს ჯერ კიდევ აქვს ისინი- გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყველა გაფრთხილება . მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მტრული განზრახვისთვის.მ.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს ტერორის ტაქტიკაზე უარი არ უთქვამს. მასიური სარაკეტო იერიშების შეწყვეტა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მტერი დარტყმებისთვის ემზადება და შეიძლება, ეს ნებისმიერ დროს მოხდეს. აშკარაა, რომ შუქის გარეშეც ჩვენ კარგად ვიცით, სად ვისროლოთ და რა ჩამოვაგდოთ, თუმცა რუსეთი აგრძელებს შუქის ჩაქრობის იმედად ყოფნას. ეს არის ტერორისტების ბოლო იმედი. იქამდე სანამ მათ რაკეტები აქვთ, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ აქვს. გთხოვთ, უკრაინის სამხედრო სარდლობის ყველა გაფრთხილება სერიოზულად მოეკიდოთ. ყველა დონეზე მზად უნდა იყოთ ნებისმიერი მტრული განზრახვისთვის. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზამთარი გადავლახოთ," - ამბობს ზელენსკი. 

დღის ამბები