ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს - აღნიშნული ჯო ბაიდენმა, ერთ-ერთ ჟურნალისტს ვირჯინიში მგზავრობისას განუცხადა, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ვაგზავნით თუ არა ჩვენს სამხედროებს უკრაინაში? არა, ჩვენ ვაგზავნით მასალებს, როგორც აქამდე ვაკეთებდით" - აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, თეთრმა სახლმა კონგრესს თხოვნით მიმართა, რომ კიევისთვის დამატებით 37,7 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გამოჰყოს, საიდანაც 21,7 მილიარდი დოლაღი სამხედრო აღჭურვილობებისთვის იქნება გათვალისწინებული.