27 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა და ადვოკატმა ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს. მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული საფუძვლებით გათავისუფლება და სამკურნალოდ გადაყვანა ედუარდ სააკაშვილმა, გიული ალასანიამ და სანდრა რულოვსმა მოითხოვეს. პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები – ანა ფოტიგა და მირიამ ლექსმანი. მათ საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილის ოჯახის წევრების თხოვნის გათვალისწინებით მიმართეს.

მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის თქმით, სიტუაციიდან გამოსავალი მარტივია და ეს სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაა.

"საბედნიეროდ, ხანდახან ვახერხებ მამაჩემის ნახვას, ციხეში იქნება ეს თუ საავადმყოფოში და ეს ძალიან სასიამოვნოა. მიხარია, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა. თუმცა ეს ასევე ძალიან რთულია, რადგან ყოველ ჯერზე, როცა მას ვხედავ, ჩანს, რომ მისი მდგომარეობა სულ უფრო გაუარესებულია. ადამიანი, რომელიც ადრე ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული და დაუღალავი იყო, ნელ-ნელა ქრება. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სიტუაცია უიმედოა, როცა ჩავდივართ ბრიუსელსა თუ სტრასბურგში, ვხედავთ მყარ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრისგან. გამოსავალი მარტივია და ეს სრულიად ნათელია, იურიდიულად, მორალურად და პოლიტიკურად. ეს არის რეალური შესაძლებლობა, საქართველოს მთავრობა მოიქცეს სწორად და მისცეს მას საშუალება, იმკურნალოს საზღვარგარეთ," - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი.

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თქმით, ევროპარლამენტარებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მოინახულონ მიხეილ სააკაშვილი.

"პოლარიზაცია ძალიან ტრაგიკული საკითხია ქართული საზოგადოებისთვის. საუკეთესო გზა ამ ყველაფრისთვის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა , ასევე შესაბამისი მკურნალობის მიღების უფლება . ეს ნამდვილად მოაგვარებდა არსებულ პრობლემებს. რა თქმა უნდა ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტსა და სხვა იმ პირებს რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის მოგვარება. მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს ჰუმანიტარულ საფუძველზე. ეს სიტუაცია ევროპარლამენტარებისთვის რთული მისაღებია. ევროკავშირის ლიდერებს, ევროპარლამენტარებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ," - თქვა ფოტიგამ.

დღის ამბები