27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
განვიხილეთ მზადყოფნა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ერთობლივი მედეგობის გაუმჯობესებისთვის და იმისთვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა" იყოს უფრო მოქნილი - ბორელი

"განვიხილეთ მზადყოფნა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ერთობლივი მედეგობის გაუმჯობესებისთვის, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობა" იყოს უფრო მოქნილი" - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებთან ისაუბრა უკრაინის საკითხზე, ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა აღმოსავლეთ პარტნიორობა გახდეს უფრო მეტად სტრატეგიული ინსტრუმენტი საქართველოს ბეალურუსის, უკრაინის და მოლდოვისთვის.

"საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, გვქონდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ყოველწლიური შეხვედრა. რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის კუთხით, განვიხილეთ რუსეთის აგრესიის შედეგები უკრაინის წინააღმდეგ. ასევე, განვიხილეთ ჩვენი მზადყოფნა, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ერთობლივი მედეგობის გაუმჯობესებისთვის და იმისთვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა" იყოს უფრო მოქნილი და გახდეს უფრო მეტად სტრატეგიული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ჩვენი პარტნიორების განსხვავებულ საჭიროებებზე რეაგირება, ამ პარტნიორებს შორის კი არის როგორც ბელარუსი, ასევე უკრაინა, საქართველო, მოლდოვა – სამი ქვეყანა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ კანდიდატის სტატუსი და საქართველოს შემთხვევაში, ევროპული პერსპექტივა," - განაცხადა ბორელმა. 

დღის ამბები