ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს, პრემიერ მინისტრის მიერ გაცხადებულ ინიციატივას, გიორგი გამსახურდია twitter-ის გვერდზე გამოეხმაურა.
"გაქნილმა შულერმა ხაზარაძემ და მისმა ამფსონმა ჯაფარიძემ, პრემიერის დაანონსებულ ანაკლიის პროექტს სიცრუე უწოდეს. სიცრუე იყო ის ბატონებო, რასაც თქვენი ჯიბის გასასქელებლად აკეთებდით მაშინ, როდესაც ვითომ პორტის აშენება ქვეყნისათვის გინდოდათ, თქვენ მაშინდელ მოკავშირეებთან ერთად პოლიტიკაში," - წერს გიორგი გამსახურდია.