პროფკავშირების გაერთიანება დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. "გამოწვევები საქართველოსა და მსოფლიოში, მათი გადაწყვეტის მექანიზმი" - ეს იყო მთავარი განსახილველი საკითხი.
დღევანდელ ყრილობაზე დამტკიცდა გაერთიანების საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასევე მიიღეს მანიფესტი, პროფკავშირების საქმიანობის მხარდაჭერაში შეტანილი წვლილისთვის და საუკეთესო სოციალური პარტნიორობისთვის მედიის წარმომადგენლებიც დააჯილდოვეს. მათ შორის "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ურუშაძე, ნომინაციაში - ახალი ამბების საუკეთესო წამყვანი. ღონისძიებას 40-მდე საერთაშორისო სტუმარი ესწრებოდა.