27 ნოემბერი 2024,   00:24
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტის უშუალო სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება მომავალზეა ორიენტირებული.

თალაკვაძის თქმით, მთავრობას ამ პროექტში პარლამენტის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს.

"ეს არის მომავალზე ორიენტირებული პროექტი, რომელიც საქართველოს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური კუთხით ძალიან გამოადგება და რა საკვირველია მთავრობას აქვს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა პარლამენტიდან, პროექტის განხორციელებაში. ამ გადაწყვეტილებამ ასევე წერტილი დაუსვა სპეკულაციებს, რომ თითქოს ხელისუფლებას არ სურდა ანაკლიის პროექტის განხორციელება. დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება და დარწმუნდა ყველა დაინტერესებული პირი, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო," - აცხადებს თალაკვაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტის უშუალო სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყება.

"წლის ბოლომდე დასრულებული იქნება უკვე საკონკურსო პირობების ჩამოყალიბება. პირველი პროექტი უკვე ამასთან დაკავშირებით არსებობს და შესაბამისად ამაზე იყო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, ასე რომ მომავალი წლის იანვრის თვეში ჩვენ გვაქვს იმედი რომ შერჩევის პროცესს განვახორციელებთ კანონმდებლობის შესაბამისად, ისე რომ 2023 წლიდან ჩვენ დავიწყოთ უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები და პროექტის განვითარება," - განაცხადა დავითაშვილმა.

დღის ამბები