27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
არ ვაპირებთ ბრძოლას "ბიბლიური თავისუფლების" გადარჩენისთვის, ვიბრძოლებთ, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური - იაგო ხვიჩია

არ ვაპირებთ ბრძოლას "ბიბლიური თავისუფლების" გადარჩენისთვის, ვაპირებთ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური - ასე გამოეხმაურა "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია მთავრობის სხდომაზე მიღებულ დღევანდელ გადაწვეტილებას.

ხვიჩიას განცხადებით, მას სურს ხალხმა დაინახოს, რისგან იცავდა "ბიბლიური თავისუფლება" მათ.

"ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში უანგაროდ ვეხმარებოდით მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად ლანძღვა-გინება, ვერც ხალხისგან მივიღეთ მხარდაჭერა იმის მიუხედავად, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. ამ პროცესს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და გვაინტერესებს, სადამდე წავა ეს ამბავი, თუმცა, არ ვაპირებთ ბრძოლას "ბიბლიური თავისუფლების" გადარჩენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ამას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა "ბიბლიური თავისუფლების" გაუქმებას," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება მინიმუმ 6 თვიანი, პროექტი დაჯდება 80 მილიონ ლარზე მეტი და 2025 წლის 1იანვრიდან ამოქმედდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიცვლება კანონმდებლობა და ახალგაზრდები "სასულიერო პირის მოწმობებით" სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ვეღარ შეძლებენ. გარდა ამისა, სპეციალურ პირობებს შესთავაზებენ სტუდენტებს, რომელთა ასაკიც 23 წლამდე იქნება. მათ წელიწადში ერთთვიანი სამხედრო მოსამზადებელი კურსის გავლის შემთხვევაში სწავლის დამთავრების შემდეგ რეზერვის სტატუსი მიენიჭებათ.

დღის ამბები