27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
"გვსურს ახალი ინვესტიციები, ეს თავის მხრივ სტაბილურობას მოუტანს კავკასიას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას" - ოლივერ ვარჰეი

მას შემდეგ, რაც რუსეთის აგრესიამ ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალა, ევროკავშირში თანხმდებიან, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი უფრო უნდა გაძლიერდეს. ამ თემაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები.

მიწვეული იყო საქართველოს პირველი დიპლომატიც. ბრიუსელში ითქვა, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა მეტი პოლიტიკური და ფინანსური დახმარება უნდა მიიღონ. 

საკითხზე ტვიტერის შემდეგ ქართულ მედიასთან პირადად ისაუბრა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, მან განმარტა როგორც ეკონომიკური და საინვესტიციო დახმარების მიზანი, ასევე შავი ზღვის კაბელის მნიშვნელობა.

"ვფიქრობ კრიზისული სიტუაციები შესაძლებლობებს აჩენს და ახლა სწორედ ამ შესაძლებლობის დაჭერას ვცდილობთ. საკაბელო პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს წარმოადგენს არამხოლოდ ევროპის გეგმას არამედ ჩვენი მეზობლებისაც. მოგეხსნებათ რომ ენერგო მიმართულებით ევროპა ძალიან მოწყვლადია.

კავკასიის რეგიონს შეუძლია ევროპას დაეხმაროს სუფთა ელექტროენერგიის წარმოებაში. ამიტომაც 17 მილიარდის ევროს გეგმა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ გვსურს ამ გეგმის ამუშავება არ მხოლოდ ენერგო, არამედ ინტერნეტის მიმართულებით, ტრანსპორტის კუთხით.

გვსურს ახალი ინვესტიციები, ეს თავის მხრივ სტაბილურობას მოუტანს კავკასიას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას. ევროკავშირისკენ სწრაფვა არაა ექსკლუზიური. აღმოსავლეთ პარტნიორობა ზოგადი პოლიტიკური ჩარჩოა, რომლითაც ჩვენ რეგიონში კავშირები გვაქვს. ეს გულისხმობს იმას თუ როგორ შევქმნათ ურთიერთობა რეგიონთან. ეს არის პოლიტიკური და ფინანსური ინსტრუმენტი. 6-დან 3-მ პარტნიორს ევროკავშირის წევრობა სურს. ამ სურვილების ნაწილს გარკვეულწილად ევროკავშირმა დადებითად უპასუხა. გაფართოებას თანამშრომლობა უფრო მაღალ დონეზე გადაჰყავას, რის გამოც ვზრდით ინვესტიციებს სექტორულად," - აცხადებს ოლივერ ვარჰეი.

დღის ამბები