უფლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში - კვლევა სოციალურმა სამართლიანობის ცენტრმა წარადგინა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორებზე სისტემურად ირღვევა ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკური უფლებები, ასევე შეზღუდულია განათლების მიღება მშობლიურ ენაზე.
"ჩვენს მიერ მომზადებული კვლევა აღწერს გალსა და ახალგორში არსებულ უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას. გალში ძალიან მძიმე გამოწვევები გვაქვს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი განათლების მიღების აგრესიული რუსიფიკაცია ხდება; ძალიან მძიმეა სოციალურ-ეკონომიკური ფონიც ამ რეგიონში. გალელებს ფაქტობრივად არ ჰყავთ წარმომადგენლები დე ფაქტო პოლიტიკურ სისტემაში, ადმინისტრაციაში, რაც უნდობლობისა და გაუცხოების მიზეზიც ხდება," - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.