27 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
ხაბეიშვილი მელიაზე - ასპინძაში, ხაშურში ნამყოფი არ არის, ოზურგეთში 3 წელიწადში ერთხელ ჩავა, ეს არის პრობლემა, ვფიქრობთ, რომ მან პარტიის გამოწვევებს ვერ უპასუხა

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას და ნუგზარ წიკლაურს აკრიტიკებს და გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, რომელიც ტალახს კი არ ესვრის თავის თანაგუნდელებს, არამედ ეცდება, გააერთიანოს, – ამბობს ხაბეიშვილი, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ მელია ხაშურში ნამყოფი არ არის.

"ერთი თვეა უკვე მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან, ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ, წიკლაურს მივმართავ. კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ამიტომ ვიკითხე რიტორიკულად, რომ ხაშურში ვარ და პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის. ასპინძაში ნამყოფი არ არის, ხაშურში ნამყოფი არ არის, ოზურგეთში 3 წელიწადში ერთხელ ჩავა, ეს არის პრობლემა და ჩვენ სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნიკა მელიამ ამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა. დემონსტრირება ერთობის არის მნიშვნელოვანი. პარტიას სჭირდება თავმჯდომარე, რომელიც კი არ დაყოფს, კი არ დაქსაქსავს, მერე ტალახს კი არ ესვრის თავის თანაგუნდელებს, არამედ ეცდება რომ გააერთიანოს. მე "ნაციონალური მოძრაობის" დე-ენ-ემი მაქვს, პირდაპირ გეუბნებით და მე ცხადია ვიქნები ამ პარტიაში," - აცხადებს ხაბეიშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის თქმით, კარგია რომ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პარტიამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

"არაფერზე წინააღმდეგი არ წავედი, ჩემი პოზიცია დაფიქსირებული იყო და ყველამ იცოდა, მე 6 საათზე მქონდა შეხვედრა რუსთავში და 6-ის 20 წუთზე მომიწია, სანამ კენჭისყრა ჩატარდებოდა, გასვლა, თუმცა ერთსულოვნება იყო ყველა საკითხში და ჩემი პოზიციაც ასეთია. ძალიან კარგია რომ პოლიტსაბჭომ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ 28-29 იანვარს გაიმართოს ელექტრონული არჩევნები. პრაქტიკულად ყველაფერი იქნა შეჯერებული," - აცხადებს კირკიტაძე.

დღის ამბები