27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა - ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორუფციის კონტროლის მიხედვით საქართველო ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა.

"მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი ავიღოთ - კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა. ამავე ქვეყნებს შორის, ევროპაში, 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, 18-ე ადგილზე გავიდა ჩვენი ქვეყანა კორუფციის კონტროლის მიხედვით. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ თერთმეტ სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ ბოლო ათწლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ.

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 30-ე ადგილზეა კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე გავიდა," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები