მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული გამზირი დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირზე - ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო ახალი სანიაღვრე და გარე განათების ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე, LED სანათები, მოეწყო მიწისქვეშა ურნები, ასევე, მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები.