27 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
რომში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა

3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა სროლის შედეგად იტალიის დედაქალაში. შემთხვევა რომის ერთ-ერთ კაფეში მოხდა, სადაც ადგილობრივი საბინაო კომიტეტის შეხვედრა იმართებოდა.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ცეცხლი, სავარაუდოდ, საბინაო დავის გამო გახსნა. 57 წლის მამაკაცი დაკავებულია. პოლიცია მოტივზე კომენტარს არ აკეთებს. მედიაში წერენ, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი იყო.

დღის ამბები