27 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
არეულობა ჩრდილოეთ კოსოვოში - სერბებმა რეგიონის მთავარი გზები გადაკეტეს და ევროკავშირის მისიის საპატრულო ავტომობილს ყუმბარა ესროლეს

დაპირისპირება პოლიციასა და ეთნიკურ სერბებს შორის ჩრდილოეთ კოსოვოში -
მხარეებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ სერბებმა რეგიონის მთავარი გზები გადაკეტეს და ევროკავშირის მისიის საპატრულო ავტომობილს ყუმბარა ესროლეს. გზებზე ბლოკადის შექმნამდე, სერბეთის პრეზიდენტმა ნატოს სამშვიდობო ძალებს სთხოვა, 1000 სერბი ჯარისკაცის განლაგების ნებართვა სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც, მისი განცხადებით, სერბებს ავიწროებენ.

ბოლო საპროტესტო აქციები სერბი ყოფილი პოლიციელის დაკავებამ გამოიწვია. პრიშტინას პოლიციის განცხადებით, ყოფილი პოლიციელი საარჩევნო კომისიის ოფისებზე, პოლიციის ოფიცრებსა და საარჩევნო მუშაკებზე თავდასხმისთვის დააკავეს. კოსოვოს პრეზიდენტის განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო, ადგილობრივი არჩევნები 18 დეკემბრის ნაცვლად 23 აპრილს გაიმართება.

ნატომ და ევროკავშირმა ყველა მხარეს პროვოკაციებისთან თავის არიდებისკენ მოუწოდა.ჩრდილოეთ კოსოვოს მუნიციპალიტეტების ეთნიკურად სერბი მერები, ადგილობრივი მოსამართლეები და 600-მდე პოლიციელი გასულ თვეში პროტესტის ნიშნად გადადგნენ.

მათ მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელიც ბელგრადის მიერ გაცემული მანქანის სანომრე ნიშნების პრიშტინას მიერ გაცემული ნომრებით შეცვლას უკავშირდებოდა.

დღის ამბები