დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება მსოფლიოს წამყვანი ერთ-ერთი ბრენდის მიერ, დაცული ტერიტორიების ყველა რეინჯერის სპეციალური ფორმებით აღჭურვას ითვალისწინებს.
კავკასიის ბუნების ფონდი წლების განმავლობაში თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაში.