გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული ძალები თავს დაესხნენ ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების დასახლებებს. გამთენიისას აფეთქებების ხმა იყო ხერსონში.
დაიბომბა სუმის ოლქის ორი დასახლება - ველიკოპისარივსკა და სერედინობუდსკა.
ზაპოროჟიის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ოკუპანტებს ზაპოროჟიის ოლქის 230-ზე მეტი მცხოვრები ტყვეობაში ჰყავთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მაშველების მანქანებს, რომლებიც ბახმუტის მცხოვრებლებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ. მსხვერპლი არ არის.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამხედრო აქტივობას აძლიერებს რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში. როგორც მერის მრჩეველი აცხადებს, აზოვსტალის ფოლადის ქარხნისკენ უჩვეულოდ დიდი რაოდენობით საბრძოლო ვერტმფრენები გადაადგილდნენ .