27 ნოემბერი 2024,   01:39
ვრცლად
კაცი, რომელმაც რძალი მოკლა, დააკავეს

მამამთილმა რძალი მოკლა აჭარაში. შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში მოხდა.

63 წლის მამაკაცმა 40 წლის ქალს სანადირო თოფიდან ზურგის არეში ესროლა - ის ადგილზე დაიღუპა. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.

მამამთილი დაკავებულია, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მოკლულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ოჯახი მომხდართან დაკავშირებით მედიასთან არ საუბრობს.

დღის ამბები