ხალიჩებით მოყოლილი ამბები და უნიკალური ხელოვნება, რომლითაც, ძირითადად, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემია დაკავებული - ხალიჩების სახელი, საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარის, ბორჩალოს მაზრის სახელს უკავშირდება. ხალიჩები, დღეს მხოლოდ ქოსალარსა და სოფელ იორმუღანლოში მზადდება და ტრადიციას რამდენიმე ათეული ქალიღა აგრძელებს. ოსტატები შიშობენ, რომ 10 წელიწადში ქსოვის ეს ტექნიკა აღარავის ეცოდინება და ხელოვნებაც მხოლოდ წარსულს შემორჩება.
საქართველოში ბორჩალოს ხალიჩებს მრავალსაუკუნიანი ისტორია აქვს. ისინი უნიკალური სიმბოლოებითაა მორთული, ხალიჩების ხელით ქსოვა კი ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. საშუალო ხალიჩაზე მუშაობას - მინიმუმ ორი ქალი ერთიდან ორ თვემდე ანდომებს - სამუშაოს რთული ბუნება დასტურია, რომ ეს ტრადიცია მხოლოდ ასაკოვნების ხელშია დარჩენილი. საქართველოში აზერბაიჯანული ნაქსოვი ხალიჩების ტრადიციების აღდგენასა და პოპულარიზაციას ახლა "რევოვენი" ცდილობს.
ავტორი: იზი ბურნაძე