"ვეფხისტყაოსანი" როტოსკოპის ტექნიკით შესრულებული პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციის პრემიერა გუშინ კავეას ეკრანებზე გაიმართა.
"ვეფხისტყაოსნის" ანიმაციაზე მუშაობა მირზა-პაპუნა დავითაიამ 2020 წელს დაიწყო, თუმცა, ანიმაციას ბევრად ადრე უსწებდა აუდიოწიგნი და კომიქსი.
ანიმაციის რეჟისორი ელენე ტუშურია. 112 წუთიანი ანიმაციის მსოფლიო პრემიერა ლოსანჟელესში შედგა და გავლენიანმა მედია გამოცემებმა მეთორმეტე საუკუნის ქართული პოემის ეკრანიზაციას დადებითი შეფასებები მისცა.