27 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
"სისხლის გუბე იდგაო" - რას ჰყვებიან ადგილობრივები გურიაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

მკვლელობა გურიაში - გამოძიების ინფორმაციით, ლანჩხუთის ერთერთ სოფელში 67 წლის მამაკაცმა 47 წლის თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

სოფლის მცხოვრებლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, მამაკაცებს წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ. მათივე თქმით, მოკლული კონფლიქტური ადამიანი არ იყო.

გავრცელებული ვერსიით, 70 წლამდე მამაკაცმა ზაზა წულაძეს რამდენჯერმე ესროლა, ასევე, დაჭრილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებიც ჰქონდა.

მეზობლების თქმით, მოკლული ზაზა წულაძე ოჯახის წევრებმა იპოვეს, რადგან მან დას დაურეკა და შველა ითხოვა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"მდინარის პირას უპოვიათ, ფეხებში ყოფილა დაჭრილი. ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგულიო. რომ მივედითო, დედამისმა, გამოგვეპასუხაო. სისხლის გუბე იდგაო, წავიყვანეთ ჩოხატარუში, საავადმყოფოშიო, თუმცა დაცლილა სისხლიგან," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა "კურიერთან."

გურიის პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა, ირკვევა, რომ დაკავებული წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი.

დღის ამბები