27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა თუ რას აპირებს უახლოეს დღეებში, მე მოვუწოდებდი უფრო მეტი აქტიურობისკენ ხალხთან - ლევან ხაბეიშვილი

უკვე 3 საათზე მეტია "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მხარეები თავმჯდომარის არჩევის თარიღსა და ხმის მიცემის წესზე მსჯელობენ.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოზიციები განსხვავებულია - ნაწილი ხმის მიცემას "ფეისბუქის" მეშვეობით ემხრობა, ნაწილი კი ბლოქჩეინის

"არჩევნები უნდა ჩატარდეს ბლოქჩეინის სისტემით, როგორც ყველაზე დაცული. მეორე - ფარულად, როგორც ყველაზე დემოკრატიული. მესამე - რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ყველაზე რაციონალური," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე.

განიხილავენ ასევე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

"ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი სასამართლო პროცესი, ამიტომ გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა თუ რას აპირებს უახლოეს დღეებში. მე მოვუწოდებდი უფრო მეტი აქტიურობისკენ ხალხთან და თუ მობილიზება გვჭირდება მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ჩვენი პარტიის მხარდამჭერებთან ყოველდღიურ რეჟიმში და მეორე - სწრაფად გადაწყდეს თარიღი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები