საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექ-კონფერენციის – "Touch Summit"-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის – სემინარები, პანელური დისკუსიები, ვორკშოფები და ნეთვორქინგ სესიები ჩატარდა.