27 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო.

მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა 86 ოჯახს გადაეცემა. ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია ქალაქ ამბროლაურისა და სოფელ აბარის მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გააცნეს.


დღის ამბები