27 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
ირანში, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, 24 ადამიანს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ირანში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო 24 ადამიანს სიკვდილით დასჯა ემუქრება. როგორც ცნობილია, ირანულმა გაზეთმა გამოაქვეყნა აქციის 24 მონაწილის სია, რომლებსაც ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლაში ედებათ ბრალი. ისლამური კანონების თანახმად კი აღნიშნული ბრალდება სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. სიაში ერთ-ერთია რეპერი, მოჰსენ შეკარი, რომელიც 8 დეკემბერს დასაჯეს.

ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ზნეობის პოლიციამ დააკავა, რამდენიმე დღეში კი გოგონა გარდაიცვალა.

დღის ამბები