27 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
როდის გაიმართება შიდა პარტიული არჩევნები და რა ფორმით მოხდება ხმის მიცემა - 1 დღე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომდე

1 დღე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომდე - როდის გაიმართება შიდაპარტიული არჩევნები და რა ფორმით მოხდება ხმის მიცემა? ორად გაყოფილ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" თანხმდებიან, რომ პარტიის ლიდერის არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

უკვე ხვალ კი გაირკვევა, სასურველ კანდიდატს ხმას "ფეისბუქის" მეშვეობით მისცემენ თუ "ბლოკჩეინის". პოლიტსაბჭოზე განხილვის საგანი იქნება ასევე მიხეილ სააკაშვილის საკითხიც. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს აფასებენ "ქართულ ოცნებაში". უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ენმ-ში ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა. 

"ლოგიკური დასასრულისკენ მიდის ყველაფერი, ვინაიდან, როდესაც პოლიტიკური გუნდი იკრიბება და დღის წესრიგში მხოლოდ ნგრევა აქვთ და ამ ნგრევის რესურსებში ეჯიბრებიან ერთმანეთს, აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ, ვინაიდან მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკი.

შეფასება ამავე საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  მიხეილ სარჯველაძემ. 

"ეს  არის არა არჩევნების თარიღის გარკვევა, არამედ როდის მოხდება საბოლოო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რომელი პოლიტიკური გუნდი რომელ პოლიტიკურ გუნდს დაუთმობს ასპარეზს და რომელი გაეცლება ნაციონალურ მოძრაობას. დაძაბულობის ის მასშტაბი და ხარისხი, რომელიც არსებობს ამჟამად სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის ან პოლიტიკური პარტიის შიგნით, რეალურად, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მათ შემდგომ თანაარსებობას," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები