27 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ევა კაილის დაკავება - ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში გაეხვა

ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი საერთაშორისო კორუფციულ სკანდალში ეხვევა. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ევროდეპუტატს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანასთან? ამ კითხვებზე პასუხის გარკვევას ახლა ბელგიის პროკურატურა ცდილობს, რომელიც პირველად შედეგზე უკვე გავიდა და 5 პირი დააკავა. 

ბერძენ დეპუტატთან ერთად დაკავებულია 4 პირი, მათ შორის ვიცე-სპიკერის პარტნიორი ერთ-ერთი საერთაშირისო ფინანსური ინსტიტუტიდან. ყოფილი ევროდეპუტატი და მოქმედი ბელგიელი პარლამენტარები. სამართალდამცველებმა ჩხრეკა 16 სახლში ჩაატარეს. ამოიღეს კომპიუტერები, ტელეფონები და 600 000 ევროს ოდენობის ნაღდი ფული.

მედია უკვე აქტიურად წერს, რომ საქმე კატარს ეხება. ქვეყანას, რომელიც ახლა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს ფეხბურთში. გამოძიება ივლისიდან დაიწყო, იმ ეჭვების გაჩენისთანავე, რომ კატარი ევროპარლამენტში გავლენების მოპოვებას ცდილობდა. პროკურატურის ვერსიით, ეს სტრატეგიულ თანამდებობებზე მყოფი პირებისთვის სოლიდური თანხების შეთავაზებით და მათი დასაჩუქრების გზით ხდებოდა. გამოძიება გრძელდება, მას აქტიურად ადევნებს თვალს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

მომხდარის გამო ევა კაილი გარიცხეს როგორც პარტია "პასოკიდან" საბერძნეთში, ისე ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატთა ჯგუფიდან.   

 

დღის ამბები