27 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასასრულს უახლოვდება

თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასასრულს უახლოვდება. ერთ კვირიანი კინომარათონი და წლის ყველაზე დიდი კულტურული მოვლენის ეპიცენტრი კინოთეატრი "ამირანი" იყო, სადაც 7 დღის განმავლობაში 100-მდე ფილმის ჩვენები მოეწყო.

კინომოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, ქართულთან ერთად, უცხოური თანამედროვე ფილმები ენახათ, ასევე დიდ ეკრანზე მაყურებელმა იხილა კინოკლასიკოსების შედევრები. თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, "რეჟისორი ფოკუსში", წელს პოლონელი რეჟისორი, ანიეშკა ჰოლანდი იყო წარმოდგენილი.

მასვე გადაეცა წელს საპატიო პრომეთე. საპატიო პრომეთე ასევე მიიღო რეჟისორმა, ოთარ იოსელიანმა.

დღის ამბები