სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა შემოქმედებითი საღამო გამართა. ვატიკანში სიქსტის კაპელასა და წმინდა პეტრეს ტაძარში გამართული ისტორიული კონცერტის შემდეგ, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში მათი პირველი შემოქმედებითი საღამო და მგალობელთა გუნდისთვის სახელმწიფო სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართა.
კონცერტს, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა, კულტურის მინისტრი დაესწრო.