27 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავს

პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს აღნიშნავს - დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის ნაწილი ესწრებოდა. მსჯელობის მთავარი საგანი კი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობის გააქტიურება და შესაბამისი მექანიზმების გაძლიერება იყო.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ყველა, სახელმწიფო უწყებები განსაკუთრებით, დაფიქრდნენ ამ დღის მნიშვნელობაზე. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ამ ვალდებულებას ჩვენი სახელმწიფო პირნათლად ასრულებს. ამის დასტურია ადამიანის უფლებათა კუთხით ეროვნული სტრატეგიის ახალი დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა და რომელიც პარლამენტში არის შემოსული განსახილველად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვეყანას შემდეგი წლების განმავლობაში ჰქონდეს მწყობრი მიდგომა, თუ როგორ ვაპირებთ ადამიანის უფლებათა კუთხით ინსტიტუტების გაძლიერებას," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები