"მშვიდობის ჰანგები წეროვანიდან" - ასე ქვია გალა კონცერტს, რომელსაც მცხეთის კულტურის სახლმა, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, წეროვანში მცხოვრები დევნილი ბავშვებისთვის უმასპინძლა.
გალა კონცერტში მონაწილეობა მიიღეს 2008 წლის აგვისტოს ომში, რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულმა ბავშვებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც აღმასრულებელი, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.