საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსმართლე წევრობის შვიდ კანდიდატს მოუსმინეს. კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.
პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა.
ამ პერიოდში , პარლამენტში 32 კანდიდატურა წარადგინეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამკსამართლე წევს საბჭოში მოსახვედრად 90 ხმა სჭირდება ამითვის კი პოლიტიკური კონსესუსი აუცილებელია. დეპუტატები ვარაუდობენ, რომ კონსესუსი შედგება და წლის ბოლოსთვის საბჭოს 5 ახალი წევრი ეყოლება, რომელებიც თანამდებობაზე 4 წლის ვადით გამწესდებიან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პროცესი იქნება საზოგადოებისთვის გამჭირვალე.
"გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავსვათ შეკითხვები თითოეულ კანდიდატზე და ასევე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა სრული მონიტორინგი გაუწიონ პროცესს. ეს არის გამჭირვალე პროცესი და ყველას აქვს შესაძლებლობა საკომიტეტო პროცესში მონაწილეობა მიიღონ,"- აცხადებს ოხანაშვილი.