27 ნოემბერი 2024,   00:12
ვრცლად
ევროკავშირმა რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 19 მილიარდამდე ევრო გაყინა

ევროკავშირმა რუსი ოლიგარქებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 19 მილიარდამდე ევრო გაყინა. სტატისტიკურად ყველაზე მეტი თანხა ბელგიამ გაყინა, რაც 3,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ბეგლგიის შემდეგ ლუქსემბურგი და გერმანია - 2,5 და 2,2 მილიარდი დოლარით მოდიან.

საერთო ჯამში, აქტივების გაყინვას და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას, 1,241 ფიზიკური პირი და 118 ორგანიზაცია ექვემდებარება.

როგორც გასულ კვირას ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურად განიხილება.

დღის ამბები