27 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ლიდერების შეფასებით, გერმანიაში დაგეგმილი სავარაუდო შეთქმულება დემოკრატიის გამოწვევების შეხსენებაა

კვირის დასაწყისში, გერმანიაში საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის მიზნით სავარაუდო შეთქმულების გამოვლენის შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ლიდერებმა დღეს ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დემოკრატია არ შეიძლება ჩაითვალოს უპირობო დამსახურებად და საზოგადოება უნდა იყვეს ფხიზლად ანტიდემოკრატიული ტენდენციების მიმართ.

ნიკოლოზ სამხარაძემ (საქართველო), ფარაჰ კარიმმა (ნიდერლანდები) და იოჰან ბუზერმა (შვედეთი) - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიცე-თავმჯდომარემ და მომხსენებელმა, გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება მსგავსი გამოწვევების გამო. დემოკრატიული პრინციპები შეტევის ქვეშ ექცევა დემოკრატიული მმართველობის ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც. ხაზგასმით აღნიშნეს ამ სენსიტიურ საკითხებზე საპარლამენტო და დემოკრატიული ჩართულობის მნიშვნელობა, მათ შემდეგი ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს:

"ეს საეჭვო შეთქმულება გერმანიაში, რომელიც აშკარად მიმართული იყო ბუნდესტაგის, ისევე როგორც სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტების წინააღმდეგ, ასევე შარშანდელი თავდასხმა ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმზე, არის ნათელი შეხსენება იმისა, რომ დემოკრატია არ შეიძლება ჩაითვალოს უპირობო დამსახურებად. ჩვენ, პარლამენტარებმა, ხმამაღლა უნდა დავუჭიროთ მხარი კანონის უზენაესობას და უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სოციალური სტრუქტურები იყოს ძლიერი და შეძლონ გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება დადგეს. როდესაც დემოკრატია საფრთხეშია, საზოგადოების ყურადღება აბსოლუტურად კრიტიკულია. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ამ აშკარა შეთქმულების შესახებ მიმდინარე გამოძიებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე ამ ჯგუფთან და მის გეგმებთან დაკავშირებით."

უფლებადამცველებმა სოლიდარობა გამოუცხადეს გერმანიაში მყოფ საპარლამენტო კოლეგებს. აღნიშნეს, რომ ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, მათ ასევე ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპების დაცვის მნიშვნელობას.

დღის ამბები