27 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ეს ფოტოები მტრული განზრახვით არის გავრცელებული, იმის ლანდი აღარ არის, რაც მაშინ იყო - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პატიმარი პაციენტი დღეს დედამ მოინახულა. გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილი სუსტად არის. გაოცებულია იმ ფოტო მასალებითაც, რომელიც მედიაში გავრცელდა. მმისი თქმით, ამ ქმედების უკან მტრული განზრახვა იმალება. 

"უკრაინა აჩვენებს უცებ ამ სურათს და ამბობენ, ახლა იმასთან შედარებით 10 კილო აქვს დაკლებულიო. უკაცრავად, მაგრამ 10 კი არა, 25 კილო აქვს ექიმის შემდეგ დაკლებული და იმის ლანდი აღარ არის, რაც მაშინ იყო. ვინც ეს ფოტოები გაავრცელა, ეს მტრული განზრახვით არის გავრცელებული. ვიღაცას უთქვამს ოჯახმა გაავრცელაო, რომელმა ოჯახმა ძალიან მაინტერესებს, ან საიდან მქონდა მე. ეს მასალები დალუქული შედის სასამართლოში," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი კი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აგვისტოს შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა და მან მოძრაობა შეზღუდა. 

დღის ამბები