27 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
მნიშვნელოვანია არავინ მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა, სამართლებრივ სახელმწიფოს ვენდოთ - შალვა პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე

მიხეილ სააკაშვილის საქმეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხი სამართლებრივი პროცესია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სასამართლოზე ზეწოლა არ მოხდეს და საკითხი მანიპულაციის საგანი არ გახდეს.

"ეს პროცესი სამართლებრივია, რომელიც ეფუძნება სამედიცინო ექსპერტიზას. სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. ექიმები არიან ჩართულები. ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია არავინ მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერიოს, არ მოხდეს მანიპულაცია და დეზინფორმაცია სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელებით. სამართლებრივ სახელმწიფოს ვენდოთ, მივანდოთ ეს საქმე სასამართლოს და ექსპერტიზას. როგორც სხვა საკითხებში, ჩვენი სასამართლო არის მწყობრად სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში, ამ საქმეშიც ეს მოლოდინი მაქვს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

 

 

 

 

დღის ამბები