"რამ შემქნა ადამიანად" - ამ სახელწოდებით გამოფენა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაიხსნა, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვანების მიერ ადამიანის უფლებების თემატიკაზე შექმნილი ნახატები.
ნაჩვენები იყო ფერწერული და შერეული ტექნიკით შექმნილი ნამუშევრებიც, ფოტო და ვიდეო ინსტალაციები. გამოფენა დამთვალიერებელს 21 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.