27 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
თბილისში დიდი რაოდენობით უვარგისი თევზი იყიდება - ერთი შეხედვით ჯანსაღი პროდუქტი თითქმის ყველა ბაზარსა და მარკეტში გვხვდება

თბილისის დახლებზე, მათ შორის აგრო-ბაზრებში დიდი რაოდენობით უვარგისი თევზი იყიდება. საწარმო, რომელიც წლებია გაყინული და შებოლილი თევზით უკანონოდ ვაჭრობს, დალუქულია. საწყობში არსებული ტონაზე მეტი გაფუჭებული პროდუქტი კი, განადგურებული.

ფონიჭალაში მდებარე "შპს ემის" ტერიტორიაზე დღეს "კურიერი" იყო მისული. ნანგრევები, ანტისანიტარია, უბინძურესი გარემო, აყროლებული თევზის სუნი - ეს არის ადგილი, საიდანაც ასეულობით სავაჭრო ობიექტი მარაგდებოდა.

კომპანია, რომელიც წლებია ნორვეგიულ თევზს ამუშავებს და საქართველოს ბაზარზე ყიდის, მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს. შესაბამისად არავინ იცის რა რაოდენობის უვარგისი თევზი აქვს მას უკვე გასაღებული და რა რაოდენობაა დარჩენილი ახლა დახლებზე.

"შპს ემი" რუსთავი 2-ის კითხვებს არ პასუხობს, თუმცა მას მოუწევს გამოძიებას დაუსახელოს ყველა ის პარტნიორი, ვინც მასთან ერთად ვადაგასული და უვარგისი ზღვის პროდუქტის გასაღების სქემაში იყო ჩართული.

დღის ამბები