27 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - საქსტატის მონაცემები, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება

საქსტატის მონაცემები, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და ირლანდია - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოში ინვესტიციები შემოვიდა. სექტორების მიხედით მთავარ ორ მიმართულებად უძრავი ქონება და საფინანსო საქმიანობა სახელდება. გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სამი კვარტლის ჯამი 1 მილიარდ 600 მილიონ დოლარზე მეტია.

2021 წლის პირველი ოქტომბრიდან, მიმდინარე წლის ანალოგირ პერიოდამდე საქართველოში 2 მილიარდ 87 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ მონაცემების მიხედით მაჩვენებლები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

გაზრდილ მონაცემებს ვერც საპარლამენტო ოპოზიციაში უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები არსებობს. "ქართულ ოცნებაში" კი უცხოური ინვესტიციების ზრდას, მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

უცხოელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი დაინტერესების გაზრდაზე საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსების შეფასებით, გამოქვეყნებული მაჩვენებლები ქვეყანაში არსებულ სტაბილურ გარემოს უკავშირდება.

სპეციალისტების განცხადებით, საქსტატის დღევანდელი მონაცემები, სამომავლო პროგნოზის მიმართულებითაც დამაიმედებელია.

დღის ამბები