27 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ახლა რაც აბასთუმანში ხდება, მსოფლიო და რეგიონალური მასშტაბის პროექტია -რატი იონათამიშვილი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კორუფციის რისკების შესახებ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა აბასთუმანს ეხება. ორგანიზაციის მტკიცებით, 2018 წლის აგვისტოდან დღემდე 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის თითქმის 250 მილიონმი ლარი დახარჯა, რაც 14 ჯერ მეტია, ვიდრე ეს 2012-2018 წლებში იყო.

კვლევაში წერია, რომ ამ თანხის 83.1% „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევას გამოეხმაურა ქართული ოცნებაც. მმართველ გუნდში ამბობენ, აბასთუმნის განვითება კი მსოფლიო და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტია.

"აღარ იციან რა ქნან, რომ ბიძინა ივანიშვილი რამენაირად დააკნინონ. ახლა რაც აბასთუმანში ხდება, არის მსოფლიო და რეგიონალური მასშტაბის პროექტი,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ  გაყიდული მიწების 91%- ი "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ პირებს ეკუთვნით.

"ბოლო 1 წლის განმავლობაში 250-მილიონ ლარამდე საჯარო ფინანსები წარიმართა აბასთუმანში. სახელმწიფომ გაყიდა მიწები რისი 91% აღმოჩნდა იმ პირების ხელში, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" არიან კავშირში,"- აცხადებს ქორიძე.

დღის ამბები