27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ზონდერი ფარცვანია ცნობილია იმით, რომ ერთ-ერთ პოლიტიკოსს პირადი სახის ვიდეოები გამოუქვეყნა, ასეთი ადამიანებისგან შემდგარი "მწვალებელთა" პარტია გადავიდა პროვოკაციებზე - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნებში" აცხადებენ, რომ პროვოკაციებს ოპოზიცია აწყობს და მათივე თქმით, სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეუწყო ხელი იმას, რომ უკრაინაში მყოფი ჯარისკაცები ახლა შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ სახელისუფლებო გუნდის მისამართით. 

"ეს ზონდერი ფარცვანია, ცნობილია იმით, რომ ერთ-ერთ პოლიტიკოსს პირადი სახის ვიდეოები გამოუქვეყნა. აი ასეთი ადამიანებისგან შემდგარი "მწვალებელთა" პარტია გადავიდა ასეთ პროვოკაციებზე. ისინი თავიანთი პოლიტიკური აღსასრულის ბოლო ეტაპს გადიან. რევოლუციას უწყობდნენ ქვეყანას და თავიანთ პარტიაში მიიღეს რევოლუცია. ასეთი ხელმოცარულები არიან. თითქოს უნდათ გამოიყვანონ, რომ აი "ქართული ოცნება" იმ ბიჭებს, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, თურმე მათ ებრძვის. ეს ტყუილია,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები