27 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო - პროცესი 14 დეკემბერს 11 საათზე განახლდება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს ხსდომა გადაიდო. მომდევნო სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს 11:00 გაიმართება. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შუამდგომლობა დააყენეს.

ამ მიზეზით, აღნიშნულის ტექნიკურად უზრუნველყოფისთვის და ასევე იმის გამო, რომ მოსამართლეს საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდებოდა, სხდომა გადადო.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრებაც და ასევე, დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რის გაცნობასაც მისი განცხადებით, დრო სჭირდება.

"მივიღეთ წერილი, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 9 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესზე, ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე,"- აცხადებს მოსამართლე გიორგი არევაძე.

დღის ამბები