რომის პაპმა იტირა- პონტიფიკოსს ცრემლი რომის ცენტრში ტრადიციული ლოცვის დროს, უკრაინელების ტანჯვაზე საუბრისას წამოუვიდა.
"უმანკოო ქალწულო, მინდა, გთხოვოთ მშვიდობა უკრაინელი ხალხისთვის," - აღნიშნა პაპმა, რომელმაც ამ სიტყვების შემდეგ, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში, საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
შეკრებილი ადამიანები, მათ შორის რომის მერი პაპის რეაქციას აპლოდისმენტებით შეხვდნენ