27 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
"ნიუ იორკ თაიმსის" ჟურნალისტები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ

„ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. გაფიცვა 24 საათი გაგრძელდება და მასში პროფკავშირის წევრი 1 100 ჟურნალისტი ჩაერთვება.

მსგავსი მასშტაბის გაფიცვა „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებს ბოლო 40 წელია, არ მოუწყვიათ. დღეს მანჰეტენზე დაგეგმილია ჟურნალისტების საპროტესტო აქციაც.

გავლენიანი ამერიკული გამოცემის ჟურნალისტები ხელფასების 10%-ით გაზრდას და სხვა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

პროფკავშირების წევრ ჟურნალისტებსა და გამოცემის რედაქციას შორის მოლაპარაკება მარტიდან გრძელდება, თუმცა უშედეგოდ.

დღის ამბები